Foto

უმეროვი - ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს

ტერორის და უკრაინელების გენოციდის გარდა, რუსეთს სხვა მიზანი არ აქვს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

უმეროვის თქმით, რუსები მრავალი თვის განმავლობაში აგროვებენ რაკეტებს უკრაინაზე იერიშის მისატანად და აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს მარაგი კვლავ დარჩენილი აქვს სამომავლო თავდასხმებისთვის.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა დანაშაულისთვის სამართლიანად დაისჯება.

"რუსეთი ისევ და ისევ აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რომ მას ტერორის, მკვლელობისა და უკრაინელების გენოციდის გარდა, სხვა მიზანი არ აქვს. თითოეული ამ დანაშაულისთვის სამართლიანი სასჯელი იქნება", - განაცხადა რუსტემ უმეროვმა.

ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.