ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკი აღნიშნავს, რუსეთმა დღეს დარტყმა განახორციელა თითქმის ყველა შესაძლო იარაღით განახორციელა, რაც არსენალში აქვს: „კინჟალებით“, S-300-ით, ფრთოსანი რაკეტებით, უპილოტო საფრენი აპარატებითა და სტრატეგიული ბომბდამშენებით გაშვებული X-101/X-505 რაკეტებით".
"სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ ტერორისტულ დარტყმებს. გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის, ყველა ქალაქის, მთელი ჩვენი ერის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press