Foto

ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. აღნიშნულ განცხადებას კომპანია "ავერსი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია ,,ავერსმა" კონკურენციის სააგენტოს  ყველანაირად არგუმენტირებული და დასაბუთებული მტკიცებულებები წარუდგინა, რომლებიც გამორიცხავენ კომპანიებს შორის რაიმე სახის გარიგებულ ქმედებას. სააგენტომ სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა „ავერსის" არგუმენტირებული მტკიცებულებები.

კომპანია ,,ავერსი" არ ეთანხმება კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან ,,ავერსს" არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე სახის გარიგება, მით უმეტეს ფასებზე.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას ,,ავერსი" აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში