Foto

პოლონეთის საელჩო - რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაა

ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას, - ამის შესახებ პოლონეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

პოლონეთის საელჩო აღნიშნავს, რომ რუსეთის ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ პიცუნდას/ბიჭვინთის ტერიტორიის უკანონო მითვისებას. ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის ნორმების აშკარა დარღვევაა. პოლონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.