Foto

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ასობით საზენიტო რაკეტას უგზავნის, - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც შაპსი აღნიშნავს, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა იგზავნება იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება "პუტინის ბარბაროსული დაბომბვებისგან თავდასაცავად".

"დიდი ბრიტანეთი სწრაფად მოქმედებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, პუტინის მკვლელი საჰაერო თავდასხმების ფონზე.

იგზავნება ბრიტანეთის წარმოების ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა იმისთვის, რომ უკრაინას ჰქონდეს ის, რაც სჭირდება პუტინის ბარბაროსული დაბომბვებისგან თავდასაცავად", - წერს გრანტ შაპსი.