ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე წერს.
როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ ხალხის დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი.
"გამარჯვება ყოველთვის იწყება მიზნის არსებობით, გამარჯვების რწმენით, პრინციპულობით და მზაობით - იარო რთულ, მაგრამ მართალ გზაზე.
ავირჩიეთ რთული გზა და ვიცოდით მასზე კონკურენტებს ვერ შევხვდებოდით, თუმცა ამ გზაზე აუცილებლად შევხვდებით თანამებრძოლებს.
ვიცი ასეთ ბრძოლაში რამდენად მნიშვნელოვანია სწორი, ღირებულებითი ერთობა; ვიყავი, ვარ და ვიქნები ერთობის მომხრე, პატივს ვცემ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ერთობის სურვილი არა მხოლოდ გამოუთქვამს, არამედ დაუმტკიცებია საქმითა და ქმედებით...
თუმცა მხოლოდ ხალხის ინტერესის კარნახით, მათი დაკვეთით შექმნილი ერთობა, შეიძლება იყოს ცვლილებისა და გამარჯვების მომტანი", - წერს მელია.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press