ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მის გვერდით დგას.
"ახალი წლის დადგომასთან ერთად, რუსეთი აგრძელებს 2024 წელს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის მუდმივ, გაუმართლებელ თავდასხმას.
ჩვენი ფიქრები უკრაინასთანაა. საქართველო სოლიდარულია და დგას უკრაინის გვერდით ახლაც, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგეს", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press