Foto

კიევსა და ხარკოვზე რუსეთის თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა - დაშავებულია ათობით ადამიანი

რუსეთის მიერ კიევსა და ხარკოვზე რაკეტებით განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, საჰაერო თავდასხმის შედეგად კიევში განადგურდა ავტომობილები და დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

თვითმხილველები Reuters-თან აცხადებენ, რომ აფეთქებებმა ზიანი მიაყენა საცხოვრებელ კორპუსებსაც.

ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.