უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმას.
როგორც ბურიჩი აღნიშნავს, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება წარმოადგენს ომის დანაშაულს.
"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაუნდობელი თავდასხმები მიუღებელია. მშვიდობიანი მოსახლეობის ან სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ განზრახ მოქმედება წარმოადგენს ომის დანაშაულს და საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას", - განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, 2 იანვრის რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press