Foto

ამერიკელი სენატორი კონგრესს ისრაელის სამხედრო დახმარების დაბლოკვისკენ მოუწოდებს

ამერიკელი სენატორი ბერნი სანდერსი კონგრესს ისრაელის სამხედრო დახმარების დაბლოკვისკენ მოუწოდებს.

როგორც ბერნი სანდერსმა აღნიშნა, ღაზას სექტორში მიმდინარე ომი, 7 ოქტომბერს, დაჯგუფება „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის შედეგია, თუმცა სენატორმა განმარტა, რომ ამჟამად ანკლავში მიმდინარე საომარი მოქმედებები არაპროპორციულია.

„შეერთებული შტატების გადამხდელები ღაზაში უდანაშაულო კაცების, ქალების და ბავშვების სიცოცხლის განადგურების თანამონაწილენი აღარ უნდა იყვნენ“, - წერს ამერიკელი სენატორი.