აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 წლების დონეზე აღარ გაუწევს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შეერთებული შტატები "მიისწრაფვის, რომ უკრაინას საკუთარი სამხედრო-სამრეწველო ბაზის აშენებაში" დაეხმაროს.
"ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სადამდეც საჭირო იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მხარდაჭერა იმავე დონეზე გაგრძელდება, როგორც 2022-23 წლებში...
ჩვენ ჯერ არ ვართ ამ ეტაპზე, სადაც უკრაინა შეძლებს საკუთარი თავის დაცვას, ამიტომაა საჭირო, რომ კონგრესმა მიიღოს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გადაწყვეტილება",- აცხადებს მეთიუ მილერი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press