Foto

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა - ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა.

კირბიმ ასევე გამოხატა შეშფოთება ირანთან დაკავშირებითაც, რომელთანაც ეროვნული უსაფთხოების სპიკერის თქმით, რუსეთი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს, რუსულმა ძალებმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს, რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს. ამ დროისთვის ჩვენ არ გვჯერა, რომ ირანმა მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები, თუმცა აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ",- აცხადებს ჯონ კირბი.