ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ლიბანში ჩავა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ევროკავშირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ბორელი ლიბანში მიმდინარე კვირის ბოლომდე დარჩება და შეხვედრებს ქვეყნის პარლამენტის სპიკერთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელსა და შეიარაღებული ძალების მეთაურთან გამართავს.
"მისია უკავშირდება ღაზასა და მის გარშემო არსებული სიტუაციის ყველა ასპექტის განხილვას, მათ შორის მის გავლენას რეგიონზე, განსაკუთრებით ისრაელ-ლიბანის საზღვარზე არსებული ვითარებას, ისევე, როგორც რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას",- ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press