Foto

აშშ-ის უზენაესი სასამართლო გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა

უზენაესმა სასამართლომ განსახილველად მიიღო დონალდ ტრამპის აპელაცია კოლორადოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელმაც მას პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

უზენაესმა სასამართლო უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრა.

საქმის განხილვა თებერვალშია ჩანიშნული და მიღებული გადაწყვეტილება ყველა შტატზე გავრცელდება.

ცნობისთვის, დეკემბერში კოლორადოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპს რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.