Foto

ენტონი ბლინკენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკების მთავარი თემა ღაზაში მიმდინარე ომი, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის რატიფიკაციის პროცესი და აშშ-ის მიერ თურქეთისთვის F16-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაა იყო.

შეხვედრას, რომელიც სტამბოლში მიმდინარეობს, თურქეთის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი იბრაჰიმ კალინი და თურქეთში აშშ-ის ელჩი ჯეფრი ფლეიკი ესწრებიან.