ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში "ჰამასის" სამეთაურო სტრუქტურის დაშლა დაასრულეს.
როგორც თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ ჟურნალისტებს განუცხადა, პალესტინელი ბოევიკები ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და მეთაურების გარეშე მოქმედებენ.
ჰაგარის თქმით, IDF ახლა ორიენტირებულია სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში "ჰამასის" განადგურებაზე.
პრესსპიკერის ინფორმაციით, ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთით, დაახლოებით, 8 000 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელა.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი გააგრძელებს კამპანიას "ჰამასის" ლიკვიდაციისთვის, მძევლების დასაბრუნებლად და იმისთვის, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს".
"ჩვენ უნდა გადავდოთ ყველაფერი, სანამ სრულ გამარჯვებას არ მივაღწევთ“,- თქვა ნეთანიაჰუმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press