იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოკო კამიკავა მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა.
უკრაინული მედიის ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს კიევში კამიკავას პირველი ვიზიტია.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა ასევე მოულოდნელად ჩავიდა უკრაინაში 2023 წლის მარტში, ხოლო კამიკავას წინამორბედი ჰაიაში იოშიმასა ქვეყანას გასული წლის სექტემბერში ეწვია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press