გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი, 2 შვილთან ერთად, ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც BBC წერს, კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ახლოს ჩამოვარდა, რის შედეგადაც, პილოტი, კრისტიან ოლივერი და მისი 2 ქალიშვილი - 10 წლის მადიტა და 12 წლის ანიკა დაიღუპნენ.
თვითმფრინავი სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროდან სანტა-ლუსიისკენ მიფრინავდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, კრისტიან ოლივერი 90-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში მონაწილეობდა. 2002-2004 წლებში პოპულარობა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. მსახიობმა მოგვიანებით კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძო.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press