Foto

ორიენტირებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე - ბლინკენი

ორიენტირებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს.

როგორც ბლინკენმა დოჰაში კატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში "ღრმა დაძაბულობის" მომენტია.

"ჩვენ ინტენსიურად ვიყავით კონცენტრირებულები მუშაობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის გავრცელება",- თქვა ბლინკენმა.