Foto

ჯანდაცვის მინისტრი - ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია - პანიკის საფუძველი არ არსებობს

ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

აზარაშვილმა  მოსახლეობას უფასო სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ  კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინა ჯერ კიდევ შემოდგომაზე შემოიტანა და სამინისტრომ სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიით არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციისკენ. ვაქცინა მარაგშია და ყველა მსურველს შეუძლია, უფასოდ  აიცრას. 

ეს ჩვეულებრივი სეზონური ვირუსებია, რომელიც გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში იანვრის თვეში აღწევს. ვირუსი ძირითადად ბავშვებშია გამოხატული.

მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებს, კლინიკები არაა გადავსებული და არც ამის საშიშროება არ არსებობს",- განაცხადა აზარაშვილმა.