ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჯარისკაცებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ნეთანიაჰუმ სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა, ისრაელი ჩრდილოეთში უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩრდილოეთში უსაფრთხოება აღვადგინოთ და თქვენს ოჯახებს, რადგან ბევრი თქვენგანი ადგილობრივია, სახლში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალება მივცეთ. იცოდეთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, გვირჩევნია ეს ფართო სამხედრო კამპანიის გარეშე გაკეთდეს, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის. ჩვენ მათ იმის მაგალითი ვაჩვენეთ, რა ემართებათ მათ მეგობრებს სამხრეთში, მსგავსი რამ მოხდება აქ, ჩრდილოეთშიც. ჩვენ უსაფრთხოების აღსადგენად ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press