Foto

გალანტი - ისრაელის არმია ომის ინტენსიური მანევრირების ფაზიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადავა

ისრაელის არმია ომის ინტენსიური მანევრირების ფაზიდან სხვადასხვა ტიპის სპეცოპერაციებზე გადავა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გალანტმა განაცხადა.

როგორც გალანტმა აღნიშნა, ისრაელის სამხედრო შეტევამ უნდა "გაითვალისწინოს მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი რაოდენობა".

"ღაზას ჩრდილოეთში, მათ შორის ქალაქ ღაზაში ჩვენ ახლოს ვართ შემდეგ ფაზასთან, სადაც ისრაელის ჯარებმა დიდწილად დაამყარეს კონტროლი, სულ მცირე მიწისზედა", - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.