Foto

მიშელი - პოლიტიკური ნება თუ არსებობს, ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად მრავალი ინსტრუმენტია

ევროკავშირს საკმარისი დრო და ვარიანტები აქვს მისი შემცვლელის ასარჩევად და ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, მისი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება.

„პოლიტიკური ნება თუ არსებობს, მრავალი ინსტრუმენტია ვიქტორ ორბანის თავიდან ასარიდებლად. მინდა, მკაფიო იყოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი შემცვლელის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიღებულიყო, პარლამენტის გადაწყვეტილება კი ივლისში იქნება. ამიტომ საბჭოსთვის მარტივია გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება, რომ ჩემი შემცვლელი დაიკავებს თანამდებობას“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, თუ საბჭო შარლ მიშელის შემცვლელს ვერ აირჩევს, სხდომებს უხელმძღვანელებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინიციატივებს უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.