Foto

შოლცი - მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ევროკავშირში, უკრაინის მიმართ ძალისხმევა გაზარდონ

მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ევროკავშირში, გაზარდონ ძალისხმევა უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

როგორც შოლცი აღნიშნავს, უკრაინისთვის მხოლოდ გერმანიის წვლილი საკმარისი არ არის.

"რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად. ამიტომ მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ევროკავშირში, გაზარდონ ძალისხმევა უკრაინის მიმართ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესი ნაწილიდან უკრაინას შეიარაღების დაგეგმილი მიწოდება არასაკმარისია", - განაცხადა შოლცმა.