დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას. გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.
როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, მას მიაჩნია, რომ "იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია".
„მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია.
200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არცერთი მათგანი არ გაუშუქებიათ იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?", - წერს ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, 6 იანვარს, დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press