საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! არ მეგონა, რომ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ,- ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ექიმები მსურველებს უფასო ონლაინ კონსულტაციებს გაუწევენ.
„დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სრული კოლაფსია! ქვეყნის ათასობით მოქალაქე იმყოფება საკმაოდ რთულ მდგომარეობაში, მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ ამ რთულ გამოწვევას ! ჯანდაცვის სისტემა ისევ გაუმართავია, ისევ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა მორიგ გამოწვევას!
სამწუხაროდ, არ მეგონა, რომ "კოვიდის" შემდეგ საჭირო გახდებოდა "მედ-გიდის" კვლავ დაბრუნება, მაგრამ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, კვალიფიციური ექიმების გუნდთან ერთად, საჭიროდ ვთვლი, რომ აქტიურად ჩავერთოთ და მოსახლეობას ყველა შესაძლო დახმარება გავუწიოთ.
მინდა შეგახსენოთ, მაშინ როცა ხელისუფლებამ "კოვიდ 19-ის" პირისპირ დატოვა მოსახლეობა, მაშინ როდესაც ჩვენი მოქალაქეები სრულიად უიმედოდ ითხოვდნენ შველას, ჩვენი გუნდი, საკუთარი ძალებით, 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებდა, რომ ქვეყნის ათასობით მოქალაქის სიცოცხლე გადაერჩინა. სწორედ მაშინ, ქართველმა ექიმებმა აჩვენეს აქამდე არნახული სოლიდარობის და ერთიანობის მაგალითი...
ასე რომ, "მედ-გიდი" ისევ თქვენს სამსახურშია. ჩვენი, საქართველოში წამყვანი ექიმები გაგიწევენ სრულიად უფასო ონლაინ კონსულტაციებს",- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press