Foto

მედია - ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Украинская правда ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერნს, სავარაუდოდ, 15 იანვარს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.

მედიის ცნობითვე, ვიზიტის დაგეგმვა ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში იმყოფებოდა.