უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება იმედოვნებს, რომ ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომას, რომელიც ოთხშაბათს გაიმართება, უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის პროგრესი მოჰყვება.
კულება მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ პარტნიორის მიმართ, რომლებიც უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.
"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ველით, რომ შეხვედრა დააჩქარებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერების მიზნით, როგორც თანამედროვე სისტემების, ასევე მათი საბრძოლო მასალის თვალსაზრისით. ჩვენ ღრმად მადლობელნი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც აგრძელებენ უკრაინის უზრუნველყოფას მისი ცის დასაცავად", - განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, ნატო-უკრაინის საბჭო ელჩების დონეზე 10 იანვარს გამართავს შეხვედრას, რათა განიხილოს რუსეთის ბოლოდროინდელი სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press