უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სეიმის სპიკერს შეხვდება. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები მედიისა და უკრაინული საზოგადოების წარმომადგენლებთან.
"ლიეტუვა, ესტონეთი და ლატვია ჩვენი სანდო მეგობრები და პრინციპული პარტნიორები არიან.
დღეს ვილნიუსში ვიმყოფები, სადაც გავმართავ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, სეიმის სპიკერთან გავმართავ მოლაპარაკებებს. ასევე გვექნება შეხვედრები მედიისა და უკრაინული თემის წარმომადგენლებთან.
რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი მადლობა უკრაინის უკომპრომისო მხარდაჭერისთვის ომის მთელი 10 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ", - წერს ზელენსკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press