Foto

თუ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას ეცდება, სრულ არსენალს გამოვიყენებთ - კიმ ჩენ ინი

თუ სამხრეთ კორეა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას ეცდება, ჩრდილოეთ კორეა მოწინააღმდეგის ფერფლად ქცევისთვის სრულ არსენალს გამოიყენებს,- ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.

როგორც კიმ ჩენ ინმა თავდაცვის ინდუსტრიების მონახულებისას აღნიშნა, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ქმედებები გაგრძელდება.

"ვიდრე კორეის რესპუბლიკის მმართველი განგსტერები არ გააცნობიერებენ თავიანთ შეცდომას და არ მიატოვებენ თვითმკვლელობის კონფრონტაციულ პოლიტიკას, რაც ეწინააღმდეგება კაცობრიობის მშვიდობისკენ მისწრაფებებს, სამართლიანი ბრძოლის პრინციპებზე დაფუძნებული ჩვენი რესპუბლიკის აშკარა პრაქტიკული ქმედებები უცვლელად გაგრძელდება“,- თქვა კიმ ჩენ ინმა.