Foto

პოლონეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გუშინ დაკავებულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მარიუშ კამინსკი პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.

როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი განმარტავს, მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.