თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 152-ე კილომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press