Foto

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მიწის მასის ჩამოშლის შედეგად მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის 152-ე კილომეტრზე მიწის მასა ჩამოიშალა, რის  შედეგადაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, გზის გაწმენდა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მოძრაობის სრულად აღდგენა“, - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.