არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის, არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.
როგორც დუდა აღნიშნავს, საზოგადოების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური საქმეა.
„ღრმად ვარ შეძრული ამ სიტუაციით, ფაქტით, რომ ყოფილი მინისტრები მარიუშ კამინსკი და მაჩეი ვასიკი ციხეში მოათავსეს, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად და რომ ეს გაკეთდა ასეთი გულმოდგინებით და სისასტიკით. მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან. არ შემეშინდება. ვიმოქმედებ სამართლიანად, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press