Foto

ალიევი - დღევანდელი აზერბაიჯანი მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა - ჩვენთან მოპყრობა მუქარით ან ქედმაღლობით შეუძლებელია

დღევანდელი აზერბაიჯანი, ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, მსოფლიოს უძლიერეს ქვეყნებს შორისაა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც ალიევი აღნიშნავს, მთავარი ამოცანა აზერბაიჯანმა რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, როდესაც სრულად აღადგინა სუვერენიტეტი.

"აზერბაიჯანის დამოუკიდებელი ისტორიის ყველაზე გადამწყვეტი მომენტი იყო 2003 წელი, როდესაც აზერბაიჯანელმა ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და ისტორია სხვა მიმართულებით რომ წასულიყო, შეუძლებელია იმის ცოდნა, თუ რა სახის უბედურება და ტრაგედია შეიძლებოდა შექმნოდა სახელმწიფოს", - განაცხადა ალიევმა.