რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში "ანტიტერორისტული წვრთნა" ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში "დისლოცირებულ სამხრეთ სამხედრო ოლქის ბაზაზე ჩატარდა სწავლება იმიტირებული უკანონო შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმის მოსაგერიებლად".
"პერსონალს მიეცა სხვადასხვა დავალება, რომლებიც უნდა შეესრულებინათ საბრძოლო ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში. რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციის შესაქმნელად, სამხედრო მოსამსახურეებმა ცარიელი ვაზნები, კვამლის ბომბები და იმიტირებული ყუმბარები გამოიყენეს",- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების მტკიცებით, "წვრთნაში მონაწილე ქვედანაყოფმა გამოიმუშავა შესაძლებლობა, რომ კოორდინირებულად აღკვეთოს ტერორისტული ჯგუფის თავდასხმა და ერთიანი გადაწყვეტილება მიიღოს საგანგებო სიტუაციაში".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press