გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს, - ამის შესახებ დედალაქის მერმა, კახა კალაძემ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებლისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
კალაძის თქმით, გიორგი გახარიას ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს.
„გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს. საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. მას ძალიან ბევრი აქვს ჯერ კიდევ სამუშაო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კითხვაზე - უღალატა თუ არა გიორგი გახარიამ „ქართულ ოცნებას“ კალაძემ უპასუხა:
„რა თქმა უნდა, ეს ღალატია, როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები“, - დასძინა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press