Foto

პუტინი - რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა

რუსეთის ეკონომიკა ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეხუთე გახდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხაბაროვსკში, მეწარმეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთის ეკონომიკა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის თვალსაზრისით, მთელ ევროპას უსწრებს, მაგრამ "სამუშაო ჯერ კიდევ არის".

„თითქოს, ყველა მხრიდან გვახრჩობენ და გვანადგურებენ, მაგრამ მთლიანობაში ეკონომიკის მოცულობით ევროპაში პირველები გავხდით. ჩვენ გავუსწარით გერმანიას და მსოფლიოში მეხუთე ადგილი დავიკავეთ. ჩინეთი, აშშ, ინდოეთი, იაპონია, რუსეთი - ევროპაში ნომერ პირველი ვართ. ამიტომ, არის რაღაც სამუშაო, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს: ეს არის არა მოსახლეობა მშპ-სთვის, არამედ მშპ მოსახლეობისთვის", - განაცხადა პუტინმა.