ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობს ირანისგან და ცდილობს, რაკეტების მიწოდებაზე მიაღწიოს შეთანხმებას.
„პაუზა ბრძოლის ველზე, უკრაინის ტერიტორიაზე – ეს არ არის პაუზა ომში. ეს არ ნიშნავს, რომ არის ომის შეწყვეტა და ამას არ მივყავართ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისკენ. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის მოცულობები, რამდენს, რას აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, ყოველდღიურად რამდენ დრონს, არტილერიას აწარმოებენ. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ მათ დრონების, არტილერიის დიდი დეფიციტი აქვთ, ასევე რაკეტების“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესტონეთის დედაქალაქ ტალინს დღეს, 11 იანვარს ეწვივნენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press