უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან უკრაინის ქალაქ უჟგოროდში შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები, რომელიც 29 იანვარს არის დაგეგმილი მონაწილეობას ასევე მიიღებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.
როგორც სიიარტო აღნიშნავს, სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრის მონაწილეები ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მომზადებას განიხილავენ.
„ყველაფერი თუ კარგად წარიმართება, არის დადასტურებული თარიღი 29 იანვარი, ჩვენ შევხვდებით უკრაინელ კოლეგასთან, მინისტრ კულებასთან უჟგოროდში, რათა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა, რომ მაღალი დონის შეხვედრა სიტუაციას დაეხმაროს“, - განაცხადა სიიარტომ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press