პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.
დუდამ იმედი გამოთქვა, რომ გენერალური პროკურატურა სწრაფად განიხილავს მის განცხადებას და გადაწყვეტილებას პოლონეთის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
"მათი მეუღლეების თხოვნით, ვიწყებ შეწყალების პროცედურას. მსურს ყველაფერი გავაკეთო მოვლენების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, კვლავ მივიჩნევ, რომ წინა შეწყალება, რომელიც 2015 წელს იყო გაცემული ძალაშია და კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა", - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press