Foto

ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ კომიკური პერსონაჟები ხდებიან - პაპუაშვილი გახარიაზე

ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "რენეგატის გზა რთულია".

"ზოგადად, რენეგატის გზა რთული გზაა. ეს ის გზაა, როდესაც შუბლის ძარღვი წყდება და ამ დროს ბევრი რამის კადრება შეიძლება. მე მგონი, ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, კარგი აღწერა გამოვა, რას ნიშნავს შუბლის ძაღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები ამთავრებენ იმით, რომ ხდებიან კომიკური პერსონაჟები",- თქვა პაპუაშვილმა.