Foto

არაფორმალური მმართველი არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს - მანჯგალაძე კობახიძეს

არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ქვეყანაში დღესაც არაფორმალური მმართველობაა, რაც ხალხის გამარჯვებამ უნდა დაასრულოს. 

"მე გეტყვი, ირაკლი, რა არის აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ ამ ქვეყანაში არავის აინტერესებს თქვენი  "ქოცური" შიდა გარჩევები და სირცხვილია, რომ ლამის ხუთი ათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიის ქვეყანაში გვაქვს მმართველობის ფორმა, სადაც არაფორმალური მმართველი, როგორც დიდი ბიჭი პატარა ბავშვებს, არჩევნებამდე ველოსიპედივით გთხოვნით ხელისუფლებას და მერე ისევ უკან იბრუნებს. ამას უყურებთ და ეგუებით უკვე მესამედ. ეს არის სამარცხვინო და უნდა დასრულდეს! 

ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს ხალხმა. უნდა გაიმარჯვოს ხალხმა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ მათთან ერთად!"- აცხადებს მანჯგალაძე, რომლის კომენტარსაც "სტრატეგია აღმაშენებელი" ავრცელებს.