ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს, მით უმეტეს, საჯარო დებატები მოითხოვოს,- ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი დებატებთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას.
ქადაგიშვილის თქმით, "გახარია მაშინ დაიმალა და შეეშინდა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო".
"გახარიას მიერ განვლილი გზა კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს, რომ ადამიანის უმადურობასა და ღალატს, თურმე, საზღვარი არ აქვს. იმის გამო, რომ გახარიას რეპუტაცია და "რენომე", ფაქტობრივად, ნულის დონეზეა დასული, შეეცადოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან გამოწვევით ისევ პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი შეძლოს. მისი პროვოკაციული განცხადებებიც აქედან არის ნაკარნახევი",- აცხადებს ქადაგიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მზად არის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დებატები გამართოს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press