პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ათიათასობით ადამიანი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილის, მაცეი ვონსიკზეს დაკავების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მარიუშ კამინსკისა და მაცეი ვონსიკზეს დაკავებასთან ერთად აქციაზე შეკრებილი ხალხი საზოგადოებრივ მედიებში გატარებულ რეფორმებსაც აპროტესტებენ.
"ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის, დამოუკიდებელი პოლონეთისთვის". - ასე მიმართა მთავარი ოპოზიციური პარტიის, "კანონისა და სამართლის" ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ აქციაზე შეკრებილ ხალხს.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.
გუშინ, 11 იანვარს კი, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შს მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press