Foto

ზელენსკი - „ჰუსიტების“ ტყვეობაში ოთხი უკრაინელი მეზღვაური იმყოფება

 „ჰუსიტების“ ტყვეობაში ოთხი უკრაინელი მეზღვაური იმყოფება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინა ტყვეების დაბრუნებაზე იმუშავებს.

„წითელ ზღვაში ვითარება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამან გავლენა იქონია უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ახლა ჩვენი ოთხი მეზღვაური „ჰუსიტების“ ტყვეობაში იმყოფება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს.