Foto

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟორნე სამუშაო ვიზიტით კიევში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

როგორც მინისტრის გარემოცვა იუწყება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი უკრაინისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის დემონსტრირებას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სტეფან სეჟორნე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.