Foto

კოლუმბიაში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტზე, ფრანსია მარკესზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, დაღუპულთა უმეტესობა ბავშვია.

შეგახსენებთ, კოლუმბიაში მეწყერი გუშინ, 13 იანვარს ჩამოწვა. მეწყერმა ქალაქების - მედელინისა და კუბდოს დამაკავშირებელი გზატკეცილები დაფარა.