ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში უხვი ნალექისა და წყალდიდობის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმციას Reuters-ი ქვეყნის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახანძრო სამსახურის ცნობით, ძლიერმა წვიმამ დატბორა ქალაქის ქუჩების ნაწილი, საცხოვრებელი სახლები. უხვმა ნალექმა ასევე მეწყერის ჩამოწოლა გამოიწვია.
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ქალს, რომელიც დაკარგულად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც მისი მანქანა მდინარეში ჩავარდა.
რიო-დე-ჟანეიროს მერმა, ედუარდო პაესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ქალაქს დახმარება ფედერალური ბიუჯეტიდან შესთავაზა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press