Foto

სირსკი - უკრაინის სახმელეთო ჯარები, პირველ რიგში, თავდაცვაზე არიან ორიენტირებული

უკრაინის სახმელეთო ჯარები, პირველ რიგში, ორიენტირებული არიან თავდაცვაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკი აღნიშნავს, რუსეთის მიზანია დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვება.

„ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება და მტრის დაღლა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით“, - განაცხადა სირსკიმ.